სერვერის მართვა

მართვის პანელის გამოყენება

ეს გვერდი დაგეხმარებათ ძირითადი ფუნქციების სწორად გამოყენებაში.

პანელის ძირითადი შესაძლებლობები

მართვის პანელიდან შეგიძლიათ გაუშვათ სერვერი, გაჩეროთ, გადატვირთოთ, მართოთ ფაილები, ნახოთ Console და საჭიროების შემთხვევაში აღადგინოთ Backup.

Console

Console აჩვენებს სერვერის მუშაობის პირდაპირ გამოსახულებას. აქ ნახავთ გაშვების პროცესს, გაფრთხილებებს და შეცდომებს.

Startup

Startup პარამეტრებიდან შესაძლებელია გაშვების ბრძანებებისა და ზოგიერთი ცვლადის შეცვლა. ცვლილებების შემდეგ რეკომენდებულია სერვერის გადატვირთვა.

File Manager

File Manager გამოიყენება კონფიგურაციის, რუკების, პლაგინების და სხვა ფაილების სამართავად. სიფრთხილით იმოქმედეთ სისტემურ ფაილებთან.

Backups

სასურველია მნიშვნელოვანი ცვლილებების წინ შექმნათ Backup, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად დააბრუნოთ ძველი მდგომარეობა.

Databases

თუ თქვენს სერვერს მონაცემთა ბაზა სჭირდება, შესაბამის განყოფილებაში ნახავთ მისამართს, მომხმარებელს, პაროლს და წვდომის მონაცემებს.

ნებისმიერი დიდი ცვლილების წინ შექმენით სარეზერვო ასლი, განსაკუთრებით მაშინ, როცა არედაქტირებთ კონფიგურაციის ან პლაგინების ფაილებს.